Wednesday, 28 October 2009
church-shops in Tbilisi
I live at Sabcho square .In the centre of the square is one big and old grocery and provision shop called “Gastronomi“. It is possible to buy almost everythings there and after last Monday you can even buy some orthodox icons there too . after this case I ruminate about this tendency why are so many church-shops in Tbilisi ? and is it necessary to trade icons at grocery shops like “Gastronomi”? I’ve seen some facts when customers were buying uncanonical icons in the street. All these incidents hint to one and the same thing: The Partiarchate of Georgia should take control over the trade of church-goods ( belongings). I think the problem is with people, population . Attitude of the people is careful, thus they aviod raising questions around this issue
Tuesday, 27 October 2009
ალექსა ანუ ამბავი კეთილ IT სპეციალისტზე : )
პირველად 2 წლის წინ ნაცნობისგან ( აიტიშნიკი ) გავიგე ამ პროგრამის არსებობის შესახებ, როცა ჯერ კიდევ ბებერი კომპიუტერის პირობებში მიწევდა ურთიერთობა ვირტუალურ სამყაროსთან. როგორ მოხდა პირველი შეხვედრა ამაზე ცოტა დაწვრილებით გიამობობთ .ნაცნობი აიტიშნიკში არ იგულისხმოთ მეზობელი , ან კეთილი მეგობარი. ეს იყო ადამიანი ,რომლის ნომერიც მიწისქვეშა გადასასვლელში კედელზე ამოვიკითხე და რამდენადაც ის დღეები განსაკუთრებულად მძიმე იყო ჩეთვის, იმ მიზეზის გამო, რომ ჩემი კომპიუტერი სულს ღაფავდა შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და დავურეკე . ადამიანს ,რომელსაც მომაკვდავის ხმით დავურეკე და შველა ვთხოვე ალექსა ერქვა .ორ სიტყვით მითხრა რო კომპიუტერის აღდგენა გაცოცხლების სიამოვნება სულ რაღაც 30 ლარი ღირდა . ეს ფასიც და უფრო მეტიც იმ შემთხვევაში მართლაც რომ უმნიშვნელო იყო ჩემთვის და უპირობოდ მოვუხმე სახლში . კარებთან სულგანაბული ვუცდიდი, ეხლა რომ ვიხსენებ მეღიმება ,იმიტომ რომ ეს ყველაფერი ზუსტად იმ განწყობის ქვეშ ხდებოდა სახლში მომაკვდავი რომ გიწევს და კარებთან სასწრაფო მანქანას ელი ატუზული .
ხოდა მოვიდა ეს ჩემი ალექსა, რომელიც მოსვლამდე უკვე ჩემიანი იყო და უკვე საოცრად დადებითად ვიყავი მისდამი განწყობილი. ჯერ იმიტომ რო სანდომიანი ხმა ქონდა და მეორე იმიტომ რო ტელეფონშივე გადაჭრით მანუგეშა, ყველაფერი კარგად იქნება- ვაცოცხლებო! .
ალექსა მაღალი სიმპატიური აჩკარიკა ბიჭი იყო, რომლის სიმაღლე ისეთ განცდას იწვევდა, რაღაც დიდს ყოველისშემძლეს რომ უყურებ და თან რომ გახარებს მის ფერხთ ყოფნა. ალექსას სიმშვიდე და დამაჯერებლობა ისეთი გადამადები აღმოჩდა მისი დანახვის პირველივე წუთს ვირწმუნე ჩემი ბებერი კომპიუტერი იცოცხლებდა! მართლაც იმედი თითქმის არ იყო , ზუსტად ასე მითხრა ალექსამ, მაგრამ მე შევძლებო და თან მოხიბლული იყო საკუთარი შემძლეობით ! ჩემი კომპიუტერის გაცოცხლების პროცესი მრავალი საათი გაგრძელდა ჯერ გადაყენებაო,მერე დრაივერების დაინსტალირებაო, მერე ისაო -მერე ესაო , მერე ალექსამაც მოიწყინა ,როცა საქმე საუნდის დრაივერზე მიდგა ეს პროცესი უსაშველოდ გაიწელა . ალექსა ისევ მოწყენილი იყო , ხან რითი იქცევდა თავს ხან რითი .პიანინოზე უკრავდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი არეული პიანინოს პირობებში კლავიშებთან შეხებით სიხარული ვერ პოვა და ისევ კომპიუტერს მიუჯდა. მერე სიდი ამოიღო ,ჩართო და გაუშვა პროგრამა გუგლი ეარს მე ისეთი გაუბედურებული და გათანგული ვიყავი ეკრანისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. ოთახში გამათბობელთან ვიჯექი და უიმედოდ დაღლილი თავი მძიმედ მედო სავარძელზე .უცებ ალექსამ გამომხედა და გახარებულმა ალბათ იცოდა ახალი და უცხო იქნებოდა ჩემთვის გუგლი ეარსის შესაძლებლობები ,გამომძახა:
_ იცი ეს პროგრამა ?
_რა პროგრამა ?
_აი ეს
_ არა არ ვიცი
მივაჩოჩე კომპიუტერთა სავარძელი და იქ უკვე აღარ მახსოვს ,როდის დამთავრდა ან დაისნსტალირდა საუნდის დრაივერი , რომელი და რამდენი ქალაქი ვნახეთ და არც ის მახსოვს რომელზე წავიდა ალექსა სახლში : ))
-არა, ვტყუი, მახსოვს საშინლად გაწვიმდა .
-წვიმაში ვერ წავალო ცოტასაც მოვიცდიო, ეს უკვე მერე როცა კომპიუტერი გაცოცხლდა და გუგლი ეარსით გაბედნიერებული ალექსას სახლში დატოვებაზეც არ ვიტყოდი უარს . წვიმა კი არ იღებდა, ჩემი მოგზაურობა დედამიწის გარშემო გრძელდებოდა და უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობდი, ამ ყუთის ფლობის საჭიროებას ,რომელიც ამდენ ჯადოსნულ რაღაცეებს ჩადის : )) ვიყავი ბედნიერი ,იმიტომ რომ მქონდა კომპიუტერი, იმიტომ რო წვიმა არ იღებდა და იმიტომ რომ მოცემულ წუთს და დროს ჩემთან ერთად იყო ალექსა პროგრამით გუგლი ეარს. წასვლის დროც მოვიდა , სამუშაო ზურგჩანთაში სათითიაოდ დაწყო ნივთების ჩალაგება. პროგრამის გამშვები დისკი ისევ ჩემ დიდ და ბებერ პროცესორში რჩებოდა. მოლოდინით ვაყოლებდი თვალს , მეგონა დარჩებოდა დისკი ან სულაც მაჩუქებდა, მაგრამ დატოვების ანუ დარჩენის ვარიანტს უფრო ვარაუდობდი და ესეც მოხდა ,ან არც მოხდა , უბრალოდ დატოვა და არ მითხრა რო ტოვებდა .
არა ნამდვილად კეთილი ნება გამოიჩინა : )

Subscribe to:
Posts (Atom)